ახალი ამბები

ანდრიაძე: თუ დადასტურდება მეუფე პეტრეს ბრალდებები, დავტოვებ თანამდებობებს

27 თებერვალი, 2017 • 2272
ანდრიაძე: თუ დადასტურდება მეუფე პეტრეს ბრალდებები, დავტოვებ თანამდებობებს

საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. ანდრიაძის თქმით, ის მზადაა, დატოვოს დაკავებული თანამდებობები, თუ მის შესახებ მიტროპოლიტის მიერ გაკეთებული განცხადებების, სულ მცირე, ერთი პროცენტის ნამდვილობა დადასტურდება:

“სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრემ ცილისმწამებლური კამპანია სხვა კონტექსტში გადაზარდა, რაც აბსოლუტურ სიცრუეს ემყარება. მე გავაკეთე განცხადება და ახლა თქვენ მოგმართავთ- შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ მაქვს რაიმე კავშირი მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ფაქტთან. თუ ერთი პროცენტი მაინც დადასტურდება, მთელი საზოგადოების წინაშე ვიძახი, გადით და გადაამოწმეთ, 2 საათი დამრჩა – მე გავდივარ დღეს სხვადასხვა ეთერში და მოიტანეთ ეს ფაქტები. ერთი პროცენტი მაინც თუ დადასტურდება, მე ძალიან ბევრი თანამდებობა მიკავია და ერთდროულად დავტოვებ ყველას. და თუ არ დადასტურდება, რა პასუსიხმგებლობა აქვს სასულიერო პირს და, მით უმეტეს, მიტროპოლიტს, რჯულის კანონში წაიკითხოს ყველა მცოდნემ და არამცოდნემ,” – აცხადებს ანდრიაძე.

26 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ანდრიაძეს “სამარცხვინო” და “არამზადა” უწოდა და განაცხადა, რომ სირცხვილია, რომ ეს ადამიანი საპატრიარქოს სახელით აკეთებს განცხადებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი