ახალი ამბები

კალაძე გიორგი რამიშვილს [ზარალას] ხვდება

21 ნოემბერი, 2012 • 4027
კალაძე  გიორგი რამიშვილს [ზარალას] ხვდება

გიორგი რამიშვილი
გიორგი რამიშვილი

პრესცენტრის ცნობით, კახი კალაძე კომენტარს არც შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

 ოფიციალური ინფორმაციით შეხვედრა გურიაში, ბახვისწყალზე ჰესების  მშენებლობის პროექტს შეხება. ამ პროექტს  თურქული კომპანია KGM ახორციელებს, რომელიც,  სილქ როუდ ჯგუფის განმარტებით, კომპანიის პარტნიორი საერთაშორისო ჰოლდინგის კუსტო გრუპი-ს შვილობილი საწარმოა. რამიშვილი კი სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელია.

რამიშვილის სახელს  წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის– ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.

გურიაში, ბახმაროსწყლის ჰესების მშენებლობის პროექტი  “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ”  გააკრიტიკეს.  მათი მოსაზრებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი