ახალი ამბები

ევროკომისარი: გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

27 თებერვალი, 2017 • 2014
ევროკომისარი: გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს მთვრობას და მოქალაქეებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ულოცავს. დღეს, 27 თებერვალს, ევროკავშირის საბჭოს დონეზე ქვეყნების მინისტრებმა მხარი საბოლოოდ დაუჭირეს შეჩერების მექანიზმსა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას:

“ჩემი ვიზიტით თბილისში ფრიად მოხიბლული გახლავართ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით დღეს, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს. რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო თანხმობა უკვე გამოხატულია. დადგა მომენტი, ვიზეიმოთ ერთად და საქართვლოს მოსახლეობას მივულოცოთ წინ გადადგმული ნაბიჯი.

ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ და მოკლე ვადებში მიაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და წარმატებას მიაღწევს  და გააგრძლებს იგივე პასუხისმგებლობით, რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. ევროკავშირი მოუთმენლად ელის, მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს – როგორც ტურისტებს, როგორც მეგობრებს. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,” – განაცხადა სიტყვით მიმართვისას ევროკომისარმა

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. 

შეხვედრაზე მისულებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მან მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გუნდს გაწეული სამსახურისათვის და ასევე ევროპელ ელჩებს იმ დახმარებისათვის, რომელიც  მათ აღმოუჩინეს საქართველოს ხელისუფლებას ამ შედეგის მისაღწევად.

საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მიულოცეს ასევე ესტონეთის, გერმანიის, რუმინეთისა და იტალიის ელჩებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი