ახალი ამბები

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

27 თებერვალი, 2017 • 1820
საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპატრიარქოში 23 თებერვალს ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს იარაღი. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ასევე უარყო ჟურნალისტებთან საუბარში ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გუშინ, 26 თებერვალს ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა და ამოიღეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი. “იმედის” ინფორმაციით, ეს ფაქტი შესაძლოა ციანიდის საქმის მნიშვნელოვანი დეტალი ან ახალი სკანდალი ყოფილიყო საპატრიარქოსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი