41312

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა შეჩერების მექანიზმსა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დღეს, 27 თებერვალს დაუჭირეს.


დღეს გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. 

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com