ახალი ამბებიკინოხელოვნება

ოსკარი 2017 – გამარჯვებულთა სრული სია

27 თებერვალი, 2017 • 4545
ოსკარი 2017 – გამარჯვებულთა სრული სია

26 თებერვალს ლოს ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, “ოსკარის” გამარჯვებულები გამოავლინეს. წელს აკადემიის ფავორიტები “ლა ლა ლენდის” შემქმნელები გახდნენ. ფილმა ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მისი რეჟისორი დემიენ ჩაზელი კი ოსკარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც ოსკარი გადაეცა. კაცი მსახიობებიდან წელს ქეისი აფლეკი, ხოლო ქალებიდან ემა სტოუნი გამოარჩიეს.

წარდგენისას არასწორად ამოიკითხეს წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ფილმი. თავდაპირველად ჯილდო “ლა ლა ლენდს” გადაეცა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფილმმა “მთვარის შუქზე” გაიმარჯვა. შეცდომის შესახებ აუდიტორიას თავად “ლა ლა ლენდის” პროდიუსერმა ჯორდან ჰოროვიცმა აცნობა და ბარი ჯენკინსს სთხოვა სცენაზე ასვლა.

    ნომინაციებში გამარჯვებულები შემდეგნაირად გადანაწილდა:  

      • საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისათვის: მაჰერშალა ალი (“მთვარის შუქზე”)

 

 

    • საუკეთესო მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა: “თვითმკვლელთა რაზმი”

 

 

    • კოსტუმების საუკეთესო დიზაინი: “ფანტასტიკური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი”

 

 

    • საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევარი: “ოუ ჯეი: ამერიკული ისტორია”

 

 

    • ხმის საუკეთესო მონტაჟი: “ჩამოსვლა”

 

 

    • ხმის საუკეთესო მიქსინგი: “ჰაქსოს გმირი”

 

 

    • საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის: ვაიოლა დევისი (“წინაღობები”)

 

 

    • საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: “გამყიდველი” (ირანი)

 

 

    • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია: “პაიპერი”

 

 

    • საუკეთესო ანიმაციური ფილმი: “ზუტოპია”

 

 

    • საუკეთესო მხატვრობა: “ლა ლა ლენდი”

 

 

    • საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: “ჯუნგლების წიგნი”

 

 

    • საუკეთესო მონტაჟი: “ჰაკსოს გმირი”

 

 

    • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: “თერთი მუზარადი”

 

 

    • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: “იმღერე”

 

 

    • საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: ლინუს სანდერი (“ლა ლა ლენდი”)

 

 

    • საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის: ჯასტინ ჰერვიცი (“ლა ლა ლენდი”)

 

 

    • საუკეთესო სიმღერა ფილმიდან: City of Stars ფილმიდან “ლა ლა ლენდი”

 

 

    • საუკეთესო ორიგინალური სცენარი: კენეზ ლონერგანი (“მანჩესტერი ზღვის პირას”)

 

 

    • საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ბერი ჯენკინსი და ტარელ ალვინ მაკრანეი (“მთვარის შუქზე”)

 

 

    • საუკეთესო რეჟისორი: დემიენ შაზელი (“ლა ლა ლენდი”)

 

 

    • საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში: ქეისი აფლეკი (“მანჩესტერი ზღვის პირას”)

 

 

    • საუკეთესო ქალი მსახიობი მთავარ როლში: ემა სტოუნი (“ლა ლა ლენდი”)

 

 

    • წლის საუკეთესო სრულმეტრაჟიური მხატვრული ფილმი: “მთვარის შურზე”

 

 

 

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისათვის მაჰერშალა ალი გახდა, ფილმისათვის "მთვარის შუქზე" 26.02.17 ფოტო: EPA

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისათვის მაჰერშალა ალი გახდა, ფილმისათვის “მთვარის შუქზე” 26.02.17 ფოტო: EPA

მსახიობ ვაიოლა დევისს ოსკარი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის გადაეცა ფილმისათვის "წინაღობები" 26.02.17 ფოტო: EPA

მსახიობ ვაიოლა დევისს ოსკარი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის გადაეცა ფილმისათვის “წინაღობები” 26.02.17 ფოტო: EPA

"მთვარის შუქზე" წლის საუკეთესო მხატვრულ ფილმას დაასახელეს, თუმცა მანამდე გაუგებრობის გამო ჯილდო "ლა ლა ლენდს" გადასცეს. ფოტოზე "ლა ლა ლენდის" პროდიუსერი ჯორდან ჰოროვიცი უბრუნებს ოსკარს ბარი ჯენკინსს. ფოტო: EPA/AARON POOLE

“მთვარის შუქზე” წლის საუკეთესო მხატვრულ ფილმას დაასახელეს, თუმცა მანამდე გაუგებრობის გამო ჯილდო “ლა ლა ლენდს” გადასცეს. ფოტოზე “ლა ლა ლენდის” პროდიუსერი ჯორდან ჰოროვიცი უბრუნებს ოსკარს ბარი ჯენკინსს. ფოტო: EPA/AARON POOLE

ოსკარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წლის საუკეთესო რეჟისორი დამიენ ჩეზელი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ოსკარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წლის საუკეთესო რეჟისორი დამიენ ჩეზელი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

2017 წლის ოსკაროსანი მსახიობები: მაჰარშალა ალი, ემა სტოუნი, ვაიოლა დევისი და ქეისი აფლეკი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

2017 წლის ოსკაროსანი მსახიობები: მაჰარშალა ალი, ემა სტოუნი, ვაიოლა დევისი და ქეისი აფლეკი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

მასალების გადაბეჭდვის წესი