ახალი ამბები

‘ბორჯომი’ მზადაა დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე

21 ნოემბერი, 2012 • • 1016
‘ბორჯომი’ მზადაა დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე

შეგახსენებთ, რომ “ბორჯომის“ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხი 2011 წელსაც იდგა დღის წესრიგში. წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც გაიმართა „როსპოტრებნდაზორის“ ხელმძღვანელს,  გენადი ონიშენკოსა და „IDS Borjomi  International“-ის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ აშუროვს შორის, მწარმოებელ კომპანიას დაევალა გარკვეული ფორმალური მოთხოვნების შესრულება. მოგვიანებით, 2011  წლის 27 დეკემბერს, კომპანია “IDS Borjomi International”- მა გააგზავნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც საჭირო იყო მინერალური წყლის რეგისტრაციისთვის. თუმცა ამის შემდეგ  „როსპოტრებნდაზორის“ მიერ,  2012  წლის 24 იანვარს გამოგზავნილი წერილის №01/482-12-31 თანახმად, კიდევ იყო მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.

 

2012 წლის 17 თებერვალს მოთხოვნილი ინფორმაციის სრული პაკეტი გაეგზავნა უწყებას და მხოლოდ ამის შემდეგ „როსპოტრებნადზორმა“ ოფიციალურად მიიღო კომპანიის განაცხადი მინერალური წყლის რეგისტრაციის მოთხოვნაზე.

 

გენადი ონიშენკოს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, კომპანიებმა,  რომლებმაც თავის დროზე გააკეთეს განაცხადი „როსპოტრებნადზორში“ და რომელი კომპანიების დოკუმენტაციამაც გაიარა საჭირო შემოწმება, უნდა მიიღონ რუსი ექსპერტები წარმოების ადგილზე, საწარმოების ინსპექტირების მიზნით.

 

“IDS Borjomi International” – ი მზადაა ყველანაირად გაუწიოს დახმარება რუს ექსპერტებს, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ საწარმოების ინსპექტირების საქმეში“ – აცხადებს ვლადიმირ აშუროვი, “IDS Borjomi International”-ის გენერალური დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი