ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საქართველოს ეწვია

26 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია.

ევროკომისარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ  ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს მიერ განვლილი გზა, ასევე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები.

დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ხვალვე დაგეგმილია ევროკომისარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი