ახალი ამბები

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა

21 ნოემბერი, 2012 • 1091
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა

სხდომაზე ძირითადად კომისიის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც ადგილებზე ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან დასაქმებულთა პრეტენზიებს დამსაქმებელთა მიმართ და აწარმოებენ დიალოგს ორივე მხარესთან.

 
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები შედიან და იგი 9 წევრით არის წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი