ახალი ამბები

ბორის ნემცოვის მხარდამჭერი მარში მოსკოვში

26 თებერვალი, 2017 • 6709
ბორის ნემცოვის მხარდამჭერი მარში მოსკოვში

ბიბისის ცნობით, 26 თებერვალს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვში, ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ მსვლელობაში.

ნემცოვი, რომელიც  1998 წელს, ელცინის პრეზიდენტობისას ვიცეპრემიერის პოსტს იკავებდა და რეფორმატორს და დემოკრატს უწოდებდნენ და ბოლო წლებში სასტიკად აკრიტიკებდა პუტინს, 2015 წელს მოსკოვში, ქუჩაში მოკლეს.

ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.

5 ჩეჩენია დაკავებული ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით, თუმცა ისინი არ აღიარებენ დანაშაულს.

ნემცოვი 1998 წელს, ელცინის პრეზიდენტობისას ვიცეპრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო.

ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემი მარში მოსკოვში EPA/YURI KOCHETKOV

ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემი მარში მოსკოვში EPA/YURI KOCHETKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი