ახალი ამბები

ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

26 თებერვალი, 2017 • 3903
ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერი დააკავეს
ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერი ომურბეკ ტეკებაიევი დააკავეს. credit: EPA/IGOR KOVALENKO

ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერი ომურბეკ ტეკებაიევი დააკავეს. credit: EPA/IGOR KOVALENKO

26 თებერვალს, გამთენიისას, ბიშკეკში ყირგიზეთის ოპოზიციური პარტის ლიდერი ომბურბეკ ტეკებაიევი დააკავეს.

მას ყირგიზეთის ხელისუფლება ბრალს კორუფციასა და თაღლითობაში სდებს. ოპოზიციის ლიდერი აეროპორტშივე დააკავეს, როცა ვენიდან სამშობლოში დაბრუნდა. მის დაბრუნებამდე, შაბათს,  ყირგიზეთის გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა პარტია “ატა მეკენის” ლიდერის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება აერპორტშივე გააპროტესტეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა. როგორც  “ევრაზიანეტი” იუწყება, ასევე დააკავეს აქციის მონაწილეებიც.

როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური მიმომხილველები ყირგიზეთში მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

 ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერის დაკავება მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. 26/02/2017 EPA/IGOR KOVALENKO

მასალების გადაბეჭდვის წესი