ახალი ამბები

ალასანია: დაკავებებთან დაკავშირებული შეკითხვები მოხსნილია

21 ნოემბერი, 2012 • • 999
ალასანია: დაკავებებთან დაკავშირებული შეკითხვები მოხსნილია

“იყო ძალიან კონკრეტული შეკითხვები დაკავებებთან დაკავშირებით,  თუ რამდენად ტრანსფარანტულად უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდება გამოძიებების  მიმდინარეობაზე, ძალიან ნათლად იყო ნათქვამი, რომ ისინი არ ჩაერევიან გამოძიებიაში და პირიქით ძალიან მაღალი ნდობა იყო გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილისთვის და ახალი მთავრობისთვის, როგორც რასმუსენთან შეხვედრისას ასევე დღესაც”.

 

ალასანიას თქმით, ნატო ენდობა ახალი მთავრობის კეთილ ნებას, რომ გამოძიება ჩატარდეს კანონთან შესაბამისად:

 

“მათ აინტერესებთ  არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და  ეს დაკავებები გააზრებული არ იყოს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული., მათ უნდათ ინფორმაცია და მე მათ მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნატოს, დასავლეთს  როგორც საქართველო მხარდამჭერ ორგანიზაციას,  სურვილი აქვთ პირველი ტესტი, რომელიც ჩააბარა საქართველომ არჩევნების სახით, ამ ტესტით არ დასრულდეს დემოკრატიაზე ლაპარაკი. მათ უნდათ რომ გამარჯვბული პოლიტიკური ძალა და დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნას ახერხებდენ თანაარსებობაზე შეთანხმებას. რეალობა ესეთია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის გრძელდება ოპონირება ახალ პარლამენტში. ყველა დარწმუნდა იმაში რომ ახალი პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაურებით ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო გადაიქცეს ინსტიტუციურ დემოკრატიად”.– ალასანიამ აღნინული განცხადება, გადაცემა “მთავარ კითხვაში”, ბრიუსელიდან ჩართვისას გააკეთა. 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედევად იმისა, რომ შეკითხვები მოხსნილია, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება ნატოსთვის არ იყოს ერთჯერადი ხასიათის.

 

“გაგრძელდება ნატოსთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაციის მიწოდება ნათლად ითქვა, რომ მათ მხრიდან დიდი ყურადღება იქნება გადატანილი იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობის პროცესი”.– განაცხადა ალასანიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ პრაღაში მიმდინარე ნატოს გენერალურ ასამბლეაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, რომელიც არჩევნების შემდგომ განხორციელდა. 

 

“მე ძალიან შეშფოთებული (არჩევნების შემდეგ) მოვლენების განვითარებით, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელი დაპატიმრებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა რასმუსენმა.

 

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები საქართველოში სასამართლოს მიერ უნდა ირკვეოდეს, თუმცა “ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყო და ჩვენ, ცხადაია, ამას ძალიან ახლოდან მივადევნებთ თვალს,” – განაცხადა რასმუსენმა.

 

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, 14 ნოემბერს რასმუსენი, საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ივანიშვილმა გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:

 

“ჩვენ არ ავცდით და ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც იყო საქართველოში, მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები… ჩვენ ნამდვილად გვქონდა საუბარი და შეშფოთებას, რომელსაც გამოთქვამს გენერალური მდივანი, ჩვენ თანხვედრაში მოვდივართ და ჩვენც ვიზიარებთ მწუხარებას – ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. ძველი ხელისუფლება ძალიან ცდილობს, რომ ამას მისცეს პოლიტკური დევნის სტატუსი, მაგრამ დანაშაულები იქნება დამტკიცებული. აბსოლუტურად იდენტურია ჩემი და ბატონი გენერალური მდივნის ხედვები. მე მივეცი ამის პირობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი არ იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მან შესთავაზა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ ნატოს სამუშაო ჯგუფმა მიიღოს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა აღნიშნული საქმის მონიტორინგის პროცესში:

 

“თუმცა ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა და არ ჩათვალა ეს საჭიროდ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს დაკავებული იქნა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ამ დაკავების შედეგად ნატოს სამხედრო კომიტეტმა თბილისში ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი