ახალი ამბები

სპეცოპერაცია სამგორში – არიან დაკავებულები

26 თებერვალი, 2017 • 3245
სპეცოპერაცია სამგორში – არიან დაკავებულები

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში, პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა.

ჯერჯერობით ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. ნეტგაზეთი შსს-სთან ცდილობს დაკავშირებას და დამატებით ინფორმაციას მისი მიღებისთანავე  მოგაწვდით.

რუსთავი 2 -ის ცნობით კი, სროლა გახოკიძის ქუჩაზე დღეს, 12:00 საათისთვის ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ –  მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი