ახალი ამბები

თეთნულდზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

26 თებერვალი, 2017 • 5706
თეთნულდზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

სვანეთში ერთი გერმანელი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 25 თებერვალს, თეთნულდზე მოხდა, სადაც ორი ტურისტი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა. ორივე ზვავში მოჰყვნენ.

მეორე ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს, ხოლო დაღუპული ქუთაისის  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, 26 თებერვალს მაშველებმა სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი  გადაარჩინეს.

,,112″ -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.  მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. შსს-ს ცნობით,  დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდეგ კი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მაშველებმა ლომისის მთაზე სერბი ტურისტი გადაარჩინეს. ფოტო: police.ge

მაშველებმა ლომისის მთაზე სერბი ტურისტი გადაარჩინეს. ფოტო: police.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი