ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ უსაფრთხოებაზე ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებს იწყებს

25 თებერვალი, 2017 • 2815
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ უსაფრთხოებაზე ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  უშიშროების საბჭოს აპარატს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების გამართვა დაავალა.

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენელებს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტმა   ხაზგასმით ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.

ამ ხედვის შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებიროგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არის მცდელობები, ნაბიჯები გადაიდგას კიდევ უფრო შორსმისი ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითათბიროთ, გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვამდე.  დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფოამ პარადიგმით ვმოქმედებთ ჩვენ და ამ პარადიგმის გაღრმავება გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის მიმართულებით

სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას საკუთარი მიწაწყლისმაგრამ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესის დაცვაში.  ეს არის მზაობა, დაიცვა როგორც შენი ტერიტორია, ასევე დაიცვა ის ცხოვრების წესი, რომლის დათმობაც შენთვის შეუძლებელია,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის მოწყობა:

“დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით, ერთმანეთს გავუზიაროთ, რანაირად, როგორ იქნას გაერთიანებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეიარაღებული რესურსი ერთიან, ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, არის ის, რის თაობაზეც მე მოგიწვიეთ სასაუბროდ და სასათბიროდ.”

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით,  მათი ამოცანაა, საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების შეგრძნებებზე ჰქონდეთ ინფორმაცია.

“აქ, [პრეზიდენტის სასახლეში] მზით განათებულ ადგილას ჩვენ ყველაზე დაცულად ვგრძნობთ თავს. ჩვენგან 50 კილომეტრში, ოკუპაციის ხაზთან ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო დაუცველები არიან. ეს შეგრძნებები უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რათა ერთიანი ეროვნული დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ.”

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი