ახალი ამბები

მეშახტეები პარლამენტთან აქციას გამართავენ

21 ნოემბერი, 2012 • 1094
მეშახტეები პარლამენტთან აქციას გამართავენ

„გუშინ მეშახტეებმა მითხრეს, რომ თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად და პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ შახტის მესაკუთრე, ისინი აპირებენ გამართონ აქცია პარლამენტის წინ,“ – აცხადებს ელისო ჩაფიძე.

 

მისივე თქმით, შესაძლოა, ტყიბულელმა მეშახტეებმა პრეზიდენტის გადადგომაც მოითხოვონ:

„სამწუხაროდ, გაჩნდა უკვე ისეთი მოსაზრებაც, რომ წავიდნენ ტყიბულელი მუშები თბილისის მიმართულებით და “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე იქ გამართონ აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რადგან ისინი თვლიან, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება ტყიბულში, არის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მათი დასჯის მცდელობა, როგორც იმ მეშახტეებისა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს ჩაფიძე.

ჩაფიძის განმარტებით, გაფიცული მუშების პრობლემების მოსაგვარებლად დღეს შედგება სპეციალური კომისიის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს შახტებში, ჩაფიძის ინფორმაციით, საფრთხე ყველა მათგანში არსებობს:

 

„დღეს უკვე შეუდგა ტყიბულში მუშაობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომისია. მე გუშინ ვიყავი შახტაში ჩასული და როგორც ამიხსნეს, ძირითადი ქანები, რომლებიც უფრო პრობლემური იყო, პირველი და მეორე ქანები არის უკვე მონგრეული და პრაქტიკულად ერთ მილიონ ტონამდე ქვანხშირის გამოღების პერსპექტივა არსებობს და იქ ისეთივე საფრთხეა, როგორც ნებისმიერ სხვა შახტში. ამას ამბობენ ადგილობრივი სამთო სპეციალისტები“.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტყიბუში ძიძიგურის სახელობის შახტაში შეჩერდა სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი