ახალი ამბები

შსს-მ 18 წლის ქალის საავადმყოფოში გარდაცვალების საქმის გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი, 2017 • 2366
შსს-მ 18 წლის ქალის საავადმყოფოში გარდაცვალების საქმის გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში 18 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

18 წლის ნათია შეყილაძე ქუთაისში, კლინიკა “უნიქალ მედიში” 24 თებერვალს გარდაიცვალა.  ოჯახის წევრები სამედიცინო პერსონალს გულგრულობაში ადანაშაულებენ.

“ორი დღე იყო უგონოდ, შემდეგ მოვიდა გონზე. ეგონათ, რომ სუიციდი სცადა. ექიმები გვიმტკიცებდნენ, რომ წამლები ჰქონდა დალეული. სინამდვილეში წამლები არ აღმოაჩნდა დალეული. ფილტვებით არის გარდაცვლილი,” – ამბობს ნათია დავითულიანი.

“უნიქალ მედის”  მთავარი ექიმის, შოთა მარუაშვილის განცხადებით, პაციენტმა ფსიქიატრს უთხრა, რომ თავის მოკვლის მიზნით მედიკამენტები მიიღო:

“პაციენტი ორ დღეში მოიხსნა აპარატიდან. სრულიად კონტაქტური და ადეკვატური იყო. მოვიწვიეთ ფსიქიატრი, რომელსაც დაუდასტურა, რომ მედიკამენტები სუიციდის მიზნით დალია. მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი