ახალი ამბები

რას საქმიანობს დაკავებული გიორგი ქელბაქიანის კომპანია

21 ნოემბერი, 2012 • 5735
რას საქმიანობს დაკავებული გიორგი ქელბაქიანის კომპანია

 

მშენებლობა, რომელსაც საფუძველი თავად პრეზიდენტმა და თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ჩაუყარეს, დასრულებული ჯერ არ არის. NCC -ის მიმდინარე პროექტებს შორის არის ასევე სხვა მშენებლობები რიყის პარკის ტერიტორიაზე, საბალეტო და საკონცერტო დარბაზი აღმაშენებლის გამზირზე, სარეკრეაციო დასასვენებელი ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი, თბილისში წყლის სადრენაჟო სისტემები, კოლექტორი და ა.შ. 

 

კომპანიის დასრულებულ პროექტებს შორისაა საცხოვრებელი სახლი შავი ზღვის ტერიტორიაზე, პოლიციის შენობა დიღომში, თბილისში გზის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია, გვირებები, სადრენაჟო სისტემები და სხვა. 

 

“თბილისის წყალის” ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად კომპანია NCC -ის 70% -იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ბრალდებით დააკავა. ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანის განმარტებით, მათ ბრალი კომპანიასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო ედებათ, თუმცა ამ ეტაპზე საქმის სხვა დეტალები უცნობია. 

 

შსს-ს ამ დრომდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი