ახალი ამბები

“თბილისის არხი” ქართულ-რუსულ ენაზე ტელემაუწყებლობას მარტიდან დაიწყებს

25 თებერვალი, 2017 • 2992
“თბილისის არხი” ქართულ-რუსულ ენაზე ტელემაუწყებლობას მარტიდან დაიწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის არხმა“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შპს „თბილისის არხი“ დღე-ღამეში 15 საათი ქართულ და რუსულ ენებზე იმაუწყებლებს.

კომპანია ინტერნეტ-ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის მარტიდან გეგმავს, – წერია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნინო ხუნდაძე "თბილისის არხის" მფლობელი

ნინო ხუნდაძე “თბილისის არხის” მფლობელი

შპს „თბილისის არხის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ხუნდაძეა. ხუნდაძეზე 1973 წელსაა დაბადებული. მასზე სხვა ინფორმაცია არ იძებნება, უცნობია მისი საქმიანობის სფერო.

თავად კომპანია შპს “თბილისის არხი” კი,  საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 30 აგვისტოსაა დარეგისტრირებული და მისი მფლობელი და ერთადერთი პარტნიორი ნინო ხუნდაძეა.

სადამფუძნებლო დოკუმენტში საქმიანობის სფეროდ “გასართობი, საინფორმაციო ტელევიზიაა” მითითებული.

შპს "თბილისის არხის", სადამფუძნებლო დოკუმენტიდან

შპს “თბილისის არხის”, სადამფუძნებლო დოკუმენტიდან

მართალია, შპს “თბილისის” არხი ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, თუმცა თავის ფეისბუკის გვერდზე, რომელიც 2015 წლიდან ახლდება, ჯერ კიდევ ივნისში აანონსებდა წინა წლის სექტემბერში გადაცემების დაწყებას. ბოლო პერიოდში “თბილისის არხი” აქვეყნებს ახალ ამბებს ვორდპრესზე შექმნილ გვერდზე. 

Screen Shot 2017-02-25 at 1.28.11 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი