ახალი ამბები

‘თავისუფალი საქართველოს’ ინფორმაციით, სინოდის წევრები მოსკოვში იმყოფებიან

20 ნოემბერი, 2012 • 988
‘თავისუფალი საქართველოს’ ინფორმაციით, სინოდის წევრები მოსკოვში იმყოფებიან

20 ნოემბერს მოსკოვში წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც რუს მეცნიერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა და წმინდა სინოდის წევრები – ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.

 

პარტიის ინფორმაციითვე, სინოდის წევრებს შორის არიან: ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სამთავისის და გორის ეპარქიის მიტროლოპიტი ანდრია, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

 

სინოდის წევრების რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრში.

 

“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, კახა კუკავა მოსკოვში შეხვედრებს განაგრძობს და კონსულტაციებს გამართავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი