ახალი ამბებისაზოგადოება

“დაინახე ყველა ფერი” – ორწლიანი კამპანია შშმ ბავშვებზე სტიგმის დასამარცხებლად

24 თებერვალი, 2017 • 2106
“დაინახე ყველა ფერი” – ორწლიანი კამპანია შშმ ბავშვებზე სტიგმის დასამარცხებლად

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ორგანიზებით, საქართველოში ორწლიანი ანტი-სტიგმა მოძრაობა დაიწყო. მოძრაობის ფარგლებში იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომლის მიზანიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბაშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევაა. კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობით ტარდება.

პროექტი “დაინახე ყველა ფერი” 23 თებერვალს თბილისში გაიხსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა შეეძლოთ. ერთ-ერთი ინტერაქტიული ზონა “მითებისა და რეალობის ჭა” სტუმრებს შშმ ბავშვების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი შეხედულებების პასუხად  რეალურ ინფორმაციას აწვდიდა. მოეწყო ხელოვნების, კულინარიის და სხვა ზონებიც. პრეზენტაციის ბოლოს კი პარაორკესტრმა რამდენიმე მელოდია შეასრულა.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ. კამპანია საზოგადოებას დაეხმარება, ისწავლონ შშმ პირებთან თანასწორი თანარსებობა, გაანალიზონ არსებული მცდარი შეხედულები:

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს აქვთ უფლება, მათაც ისევე ეპყრობოდნენ, როგორც სხვებს, და სრულად სარგებლობდნენ არსებული შესაძლებლობებით – საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის” – თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ლაილა გადმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი