ახალი ამბები

სოსო ოხანაშვილი: ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას

23 თებერვალი, 2017 • 4116
სოსო ოხანაშვილი: ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას

პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში დაადანაშაულა.

“მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. გიანონსებთ: ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს, სადაც გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და გაგაცნობთ ვითარების შესახებ. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა დღეს, 23 თებერვალს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა საქართველოში, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს”. ბოტკოველის ეს პასუხი შეეხებოდა ჟურნალისტების შეკითხვას, დატოვა თუ არა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი სოსო ოხანაშვილმა.

“ნეტგაზეთმა” გუშინ, 22 თებერვალს, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს ეზოში დააფიქსირა. პატრიარქი გერმანიიდან 21 თებერვალს დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი