TV პირველი: ივანიშვილმა საპატრიარქო მისვლიდან 15 წუთში დატოვა

TV პირველის ინფორმაციით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქო მისვლიდან 15 წუთში დატოვა. ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას, სადაც განგვიცხადეს, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა პატრიარქი მოინახულა, რის შემდეგაც საპატრიარქო დატოვა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ქართუ ფონდს, საიდანაც ინფორმაციის მოწოდებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com