ახალი ამბები

შს მინისტრი თენგიზ გუნავას პასუხობს

19 ნოემბერი, 2012 • • 1053
შს მინისტრი თენგიზ გუნავას პასუხობს

“დანარჩენი დეტალები ჩემთვის არ არის ცნობილი. დანარჩენი საკითხი შეისწავლა პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ყევლა დაკავება იყო აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი. არც ერთი დაკავება არ ყოფილა უსამართლო. ეს არის ჩემი პოზიცია. მე კიდევ ვიმეორებ:ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კანონიერები და სამართლიანები, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ აღმოვფხვრათ მთელი ის უსამართლობა, რაც დამკვირდებული იყო მთელი ამ ცხრა წლის განამვლობაში. არც ერთი დაკავება არ იყო განპირობებული პოლიტიკური მოტივით”,  – განაცხადა მინისტრმა ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავამ, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა იარაღისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის, შსს–ს თანამშრომლების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გუნავა მიიჩნევს, რომ  დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს და მასზე მოხდა შურისძიება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი