ახალი ამბები

ოდიშარია: მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ სტურუას

19 ნოემბერი, 2012 • 1189
ოდიშარია: მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ სტურუას

“მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ამ დღეებში ჩვენ გვექნება შეხვედრა, შეიძლება დღესაც შევხვდე ბატონ რობიკოს და დაწვრილებით შემდეგ გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

მისივე თქმით, რობერტ სტურუამ სწორედ მისგან მიიღო რუსთაველის თეატრში დაბრუნების შეთავაზება:

 

“ჩემგან მიიღო შეთავაზება, ჩემი იდეა იყო და არა მარტო ჩემი, ქართული საზოგადოების მოთხოვნაც იყო, რომ ეს გენიალური რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრს ძალიან გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, დაბრუნდებულიყო, ანუ აღდგენილიყო სამართლიანობა.”

 

ოდიშარიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი,  რობერტ სტურუა ისევ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს რუსთაველის თეატრში თუ სხვა თანამდებობას შეთავაზებენ.

 

შეგახსენებთ, დღეს რობერტ სტურუამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსთაველის თეატრში ბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი