ახალი ამბები

თენგიზ გუნავა შსს–ს თანამშრომლებს პროკურატურაში უჩივის

19 ნოემბერი, 2012 • • 1269
თენგიზ გუნავა შსს–ს თანამშრომლებს პროკურატურაში უჩივის

თენგიზ გუნავას ადვოკატმა აღნიშნული საჩივარი მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე დღეს, 19

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

ნოემბერს შეიტანა. დღესვე ამ საკითხზე თენგიზ გუნავამ ადვოკატთან ერთად “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციაც გამართა და დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კანონდარღვევები ჩაიდინეს სამართალდამცავებმა მისი დაკავებისას.

 

თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს.

 

შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან  მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. თენგიზ გუნავას მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს.

 

როგორც თენგიზ გუნავა ამბობს, მას “ჟანგიანი მაკაროვი” არაფერში სჭირდებოდა, რადგან სახლში ჰქონდა ორი სხვა იარაღი, რომელთა ტარების უფლებაც ჰქონდა.

 

შსს–ს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აქვს “ამაზრზენი დამოკიდებულება” ნარკოტიკისადმი და ეს მისმა ყველა ნაცნობმა იცის, აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნებოდა ნარკომომხმარებელი.

 

“იმის გამო, რომ ჩემი ღვიძლი ძმა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად დაიღუპა, მე არც მის პანაშვიდზე ვყოფილვარ და არც დაკრძალვაზე”, – განაცხადა თენგიზ გუნავამ. ის აპირებს მიმართოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმის დასადგენად, მის სხეულზე ბოლო თვეების მანძილზე თუ არის ნემსის გაკეთების კვალი.

 

“თუ ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ნანემსარი გამოჩნდება, სულ წყალთან ერთად ხომ არ მიიღებდა ნარკოტიკს”, – განაცხადა გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა. ადვოკატისვე ცნობით, ფხვნილი, რომელიც თითქოს გუნავას ჩხრეკსას ამოიღეს, აღმოჩნდა ჰეროინი, როცა მის ორგანიზმში იყო მორფინი.

 

თენგიზ გუნავა და მისი ადვოკატები ყველა იმ სამართალდამცავის დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გუნავას დაკავებასა და დაკითხვაში.

 

თენგიზ გუნავა შსს–ს გენინსპექციის უფროსის პოსტიდან 2012 წლის აგვისტოში მას შემდეგ გადადგა, რაც თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გუშინ, 18 ნოემბერს, გირაო შეუფარდა 10 ათასი ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი