ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

19 ნოემბერი, 2012 • • 1319
იუსტიციის მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში ოთხ დეპარტამენტის მუშაობას გაუწვეს კოორდინაციას. მას საერთაშორისო საჯარო სამართლის, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, აგრეთვე – ხელშეკრულებათა  ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტები დაექვემდებარება.

 

გოჩა ლორთქიფანიძე 2005–2010 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში მრჩევლად. 2009–2012 წლებში აშშ–ში, ნიუ–იორკში კოლუბიის უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად. გოჩა ლორთქიფანიძეს დამთავრებული აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლა, ამჟამად კი არის ფორდჰემის უნივერსიტეტის(ნიუ–იორკი) სამართლის სკოლის დოქტორანტი.

გოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი