ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი ღაზის სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

19 ნოემბერი, 2012 • • 1229
გაეროს გენერალური მდივანი ღაზის სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

შეტაკებები უკვე 6 დღეა მიმდინარეობს. საერთაშორისო ზეწოლაზე წერს დღეს ვაშინგტონ პოსტიც. იმის გამო რომ ისრაელი განუხრელად ებრძვის ღაზის სექტორის მებრძოლებს, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის ნახევარს ცეცხლით ემუქრებიან, პალესტინელი მოქალაქეების მსხვერპლი იზრდება. –წერს ვაშინგტონ პოსტი. 

 

დღეს, 19 ნოემბერს, დაიბომბა ორი ოჯახი, დაიღუპა ორი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი, 42 ადამიანი კი დაშავდა. სამაშველო ჯგუფი დაახლოებით 15 ადამიანს ეძებს ნანგრევების ქვეშ. 

 

ცოტა ხნის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ეროვნული უსაფრთხოების შენაერთი ღაზაში, დაიღუპა ერთი ბავშვი და დაშავდნენ ახლოს მცხოვრები ადამიანები.

 

გაზრდილი მსხვერპლი გააძლიერებს ზეწოლას ისრაელზე, შეწყვიტოს ცეცხლი– წერს ვაშინგტონპოსტი. 4 წლის წინ ისრაელის დაბომბვის შედგად გამოწვეული ასეულობით მსხვერპლი საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირების მიზეზი გახდა. 

 

 ამ ექვსი დღის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი იყო კვირა დღე, როდესაც ისრაელმა განაცხადა, რომ სამიზნე ჰამასის მებრძოლთა სახლები გახდებოდა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, 6 დღის განმავლობაში 86 პალესტინელი და 3 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი