ახალი ამბები

ანონსი – 23 თებერვალი

22 თებერვალი, 2017 • 1991
ანონსი – 23 თებერვალი

11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება. მის: ქავთარაძის ქ. #21ა, თბილისი (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი).

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ბრიფინგს გამართავს. მის. თბილისის საკრებულო.

11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

11:30 საათზე  საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ფემინისტურ მოძრაობასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს  თემა: “ანა ლომაშვილის გაურკვეველი გარდაცვალება”.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.

12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა დაახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების 2

19:00 საათზე, რონდელის ფონდში,  დისკუსია თემაზე „რუსული ინფორმაციული და კიბერ ომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები” გაიმართება. მოხსენებით წარსდგებიან ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ხათუნა მშვიდობაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.  მისამართი: შიო ჩიტაძის 3ა, რონდელის ფონდი

მასალების გადაბეჭდვის წესი