ახალი ამბები

„ინტერ რაოს“ წარმომადგენელები საქართველოში ორშაბათს ჩამოვლენ

18 ნოემბერი, 2012 • 1030
„ინტერ რაოს“ წარმომადგენელები საქართველოში ორშაბათს ჩამოვლენ

მისი თქმით, ორშაბათს “ინტერ რაოს” წარმომადგენელბი ჩამოვლენ და დაიწყება მოლაპარაკება ტარიფებთან დაკავშირებით. ხოლო მიმდინარე შეხვედრებზე ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციასთან ტარიფების შესაძლო დაწევასთან ერთად განიხილებოდა საკითხი იანვრიდან მარტის ჩათვლით ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე. 

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის ერბოლ ორინბაევის ხელმძღვანელობით გუშინ ვიცე პრემიერ კახი კალაძის გარდა შეხვდა ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრებს.

 

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ყაზახეთის ფინანსთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრები (ბოლატ ჟამიშევი, ასკარ ჟუმაგალიევი), ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყაზახეთის სამეცნიერო-ეკონომიკური სამრეწველო პალატის გამგეობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.
გუშინ ყაზახეთის ფინანსთა მინისტრი ბოლატ ჟამიშევი და დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციით, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივა.

 

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო საუბარი ყაზახეთის ფინანსთა მინისტრთან. დელეგაცია დაინტერესდა საქართველოში არსებული საბაჟო პროცედურებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ყახაზეთის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ვალის მომსახურების საკითხზე. ამ მიმართულებით არსებობს გარვეული პრობლემები და ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ თემაზე. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ ყაზახეთის მხრიდან საქართველოში განხორციელდება სერიოზული ინვესტიციები, ვინაიდან ყაზახეთი აპირებს, რომ გახდეს ჰაბი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთის. საქართველოს აქვს განწყობა, რომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს სატრანზიტო პოტენციალი და, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

ბოლატ ჟამიშევის განცხადებით, ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში საბაჟო ადმინისტრირების გასაცნობად ჩამოვიდა. მისივე თქმით, მხარეებმა ერთმანეთს საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს და სამინისტროების ურთიერთობა განიხილეს.
„საქართველოში საბაჟო ადმინისტრირების სისტემა დახვეწილია. ეს გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა. ანალოგიური გამოცდილება გვინდა ჩვენს ქვეყანაშიც გამოვიყენოთ. საქართველოში გავეცანით მოქალაქეების მომსახურეობის ცენტრების მუშაობის სისტემას. გვინდა, რომ ანალოგიური ცენტრები ჩვენს ქვეყანაშიც გავხსნათ”,-აღნიშნა ჟამიშევმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი