ახალი ამბები

გორდონი: ახალი მთავრობაა, მაგრამ კონსტიტუციით პრეზიდენტი კვლავ ასრულებს მოვალეობებს

17 ნოემბერი, 2012 • 984
გორდონი: ახალი მთავრობაა, მაგრამ კონსტიტუციით პრეზიდენტი კვლავ ასრულებს მოვალეობებს

“ჩვენ მივესალმებით მათ თანამშრომლობას იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მათ ეს შეუძლიათ. ეს შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ კოაბიტაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში გვინახავს საფრანგეთში, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პარტიებისგან არიან, გვინახავს სხვადასხვა ფორმით აშშ-ში, როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი რგოლი განსხვავებულ ძალებს წარმოადგენენ. ვიცით, რამდენად რთულია ეს, როდესაც არ არის სავალდებულო, ორ ლიდერს მოსწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ მათ პატივი უნდა სცენ კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და საზოგადოება ელის, რომ ისინი ეროვნულ ინტერესებში იმუშავებენ. ამას ელიან საქართველოშიც”, – აცხადებს ფილიპ გორდონი.

 

მისივე თმით, ევოლუციის პერიოდი საქართველოში შესაძლოა კიდევ უფრო გართულებული იყოს, რადგან იცვლება არა მხოლოდ მთავრობა, არამედ კონსტიტუციური მოწყობა:

 

“ის ქვეყნებიც კი, ვისაც უფრო ხანგრძლივად გაუვლია ეს გზა, სირთულეებს აწყდებიან, მაგრამ ამას ველით. აი, ორივე მხარეს ეს ვუთხარი ჩემი აქ ყოფნის დროს. იმდენად რთულია, რამდენადაც ეს მუშაობას მოითხოვს. მათი სურვილი, რომ იმუშაონ ერთმანეთთან, შეიძლება განსხვავებული ამბიციები ჰქონდეთ, მაგრამ მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს წაადგება ეს”, – აცხადებს ფილიპ გორდონი.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთსა და იმავე პერიოდში ვიზიტი ვაშინგტონში, ისე როგორც ეს ბრიუსელში მოხდა, არ შედგება:

 

“არავინ ელის ერთობლივ ვიზიტს. პრემიერ-მინისტრი ელის მის სტუმრობას უფრო ადრე და ჩვენ ამას მივესალმებით”, – განაცხადა ფილიპ გორდონმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და იგი უკვე შეხვდა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პარლამენტის სპიკერებს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის საკითხებში, უშიშროების საბჭოს, ასევე, იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.

 

დღეს კი ფილიპ გორდონ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი