ახალი ამბები

შსს გურამ ჯაშზე თავდასხმას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს

22 თებერვალი, 2017 • 1441
შსს გურამ ჯაშზე თავდასხმას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს

მსახიობ გურამ ჯაშზე თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაყაჩაღება არ დასტურდება. უწყების ცნობით, გამოძიება აღნიშნული მუხლით პირველადი შეტყობინების პასუხად დაიწყო და სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ შესაძლებელია, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი