ახალი ამბები

შსს: თბილისში მოქალაქემ პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა

22 თებერვალი, 2017 • 1520
შსს: თბილისში მოქალაქემ პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, 24 წლის შ.თ დააკავეს.
უწყების ცნობითვე, შემთხვევა მეტრო სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს – უბნის ინსპექტორ გამომძიებელს – ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს,”- აცნობეს ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი