ახალი ამბები

‘თელასის’ თანამშრომლების გაფიცვა სოლიდარობის გამო

20 ნოემბერი, 2012 • • 908
‘თელასის’ თანამშრომლების გაფიცვა სოლიდარობის გამო

აქციის მონაწილეებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

” თეალსის თანამშრომლების გაფიცვა გაგრძელდება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით კომპანიის დირექტორი მოსკოვშია წასული” – განუცხდა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

 

ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან გამართულ სეხვედრას გაერთანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის საქმინაობაშიც მონაწილეობას პირადად კახი კალაძე მიიღებს. 

 

“საკმაოდ ბევრისმეტყველია “ინტერაოსთვის”, როცა “თელასის” თანანამშრომლების ბედით ამ  რანგის პოლიტიკოსია დაინტერესებული. მინისტრი ცდილობს, რომ  ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული. კომისია შეისწავლის “თელასიდან” გაშვებული თანამშრომლების საკითხს.  როცა კახი კალაძე “ინტერრაოს” წარმომადგენლებს შეხვდა თურქეთში, მათ განუცხადეს, რომ ზოგიერთ თანამშრომელზე კომპრომატი ჰქონდათ. რა დოკუმენტებს დადებენ, ეგ ჩვენც გვაინტერესებს.”

 

ირაკლი პეტრიაშვილთან და კახი კალაძესთან შესახვედრად “თელასის” ადმინისტრაციიდან არავინ არ გამოსულა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კომპანიის გენერალურ დირექტორთან დაკავშირება ტელეფონითაც ვერ ხერხდება. აქციის მონაწილეების თქმით, გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი რუსეთში იმყოფბა. “თელასის” პრესსამსახურის ინფორმაციით, მანუკიანი მივლინებით სომხეთშია წასული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი