ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

22 თებერვალი, 2017 • 2564
დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე აღარ საჭიროებს სტაცინარულ მკურნალობას.

ჩაფიძის კლინიკასთან, 22.02.2016

ჩაფიძის კლინიკასთან, 22.02.2016

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. მას გამოკვლევების შედეგად დაუდგინა ფილტვების ანთება. საავადმყოფოში დეკანოზმა ხუთი დღე გაატარა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი