ახალი ამბები

მიქაელ ბოტკოველი: ილია II დაკავებულ დეკანოზს ვერც საპატრიარქოში და ვერც კლინიკაში ვერ ნახავს

22 თებერვალი, 2017 • 7804
მიქაელ ბოტკოველი: ილია II დაკავებულ დეკანოზს ვერც საპატრიარქოში და ვერც კლინიკაში ვერ ნახავს

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხდებს, რომ პროკურატურამ ურჩია საპატრიარქოს,  თავი შეიკაონ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრისგან.

“სახელმწიფოს მხრიდან იყო ასეთი სურვილი, საკითხები რომ არ გართულდეს კიდევ და არ გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, იქნებ თავი შევიკაოთ საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგის მონახულებისგან”, – ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

მისი თქმით, ამგვარი რჩევა მიიღო საპატრიარქომ იმ “სახელისუფლებო სტრუქტურებისგან, ვინც ხელძღვანელობს ამ პროცესებს.”

მიქაელ ბოტკოველის თქმით, რამდენადაც მან იცის, ასეთი ნორმა არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც ბრალდებულს საშუალებას აძლევს, რომელიმე ოფიციალურ პირს შეხვდეს.

“ეს საკითხი საპატრიარქოში ჩემი იქ ყოფნის შემთხვევაში არ დამდგარა დღის წესრიგში. ასეთი თხოვნით ოფიციალურად საპარტიარქოსთვის არავის მოუმართავს. მისი უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ან ჩაფიძის კლინიკაში, ან საპატიმრო დაწესებულებაში წაბრძანდეს. ის ახალი ნაოპერაციებია და რეზიდენციაში ბრძანდება. რაც შეეხება რეზიდენციაში მისვლას, ეს საკითხი არ განხილულა საპატრიარქოში. რაც შეეხება ადვოკატებს, თუ მათ აქვთ ასეთი ნება და თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან შეხვედრას, მე ვიცი მღვდელმთავრების პოზიცია, ისინი უარს არ იტყვიან. ასეთი თხოვნის შემთხვევაში ისინი შეხვდებიან მათ”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი