ახალი ამბები

ექიმის თქმით, შესაძლებელია დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სტაციონარი დატოვოს

22 თებერვალი, 2017 • 2672
ექიმის თქმით, შესაძლებელია დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სტაციონარი დატოვოს

ჩაფიძის კლინიკის ექიმის, თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და “მწვავე პერიოდმა გაიარა”.

თამაზ მაღლაკელიძემ არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება გაწერონ კლინიკიდან დეკანოზი და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. უკვე ორი დღეა ცხელება არ აქვს. აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ანთების მარკერები, რომლებიც ჩვენთვის სპეციფიკურია, ქვემოთ წამოვიდა, დადებითია და ამჟამად პაციენტს სუბიექტურად ჩივილები არ აქვს და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს,”- განაცხადა პროფესორმა.

მისივე თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა “პრაქტიკულად, ალბათ, იძლევა” იმის საშუალებას, რომ ჩვენება მისცეს.

ექიმი ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის დატოვებს კლინიკას დეკანოზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლინიკის ექიმებს შორის, ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან.

“შესაძლებელია, რომ სტაციონარი დატოვოს… არ ვიცი, მიდის მოლაპარაკებები, ვერ დავაკონკრეტებ,”-განაცხადა თამაზ მაღლაკელიძემ. მან აღნიშნა, რომ პაციენტს დამატებითი კვლევები აღარ სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი