ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ ჩაფიძის გულის კლინიკაში გადაიყვანეს

22 თებერვალი, 2017 • 1866
დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ ჩაფიძის გულის კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 22 თებერვალს, ადვოკატის ცნობით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით,  ეს გადაწყვეტილება ავერსის კლინის ექიმებმა მიიღეს, რადგან მათ საჭიროდ  ჩათვალეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, დეკანოზის ჯანმრთელობის კვლევა  ჩაფიძის გულის ცენტრში გაგრძელებულიყო.

“მოგეხსენებათ, გულის კლინიკაა ჩაფიძის [კლინიკა]… ექიმების ცნობით, სრულყოფილად არ იყო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილიყო გაუთვალისწინებელი შედეგები, თავი დაიზღვიეს”, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზი ავერსის კლინიკაში გუშინ, 21 თებერვალს გადაიყვანეს, ხოლო ჩაფიძის კლინიკაში- 17 თებერვალს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი