ახალი ამბები

საპატრიარქოში პრემიერი და მთავარი პროკურორი მართავენ შეხვედრას

21 თებერვალი, 2017 • 3037
საპატრიარქოში პრემიერი და მთავარი პროკურორი მართავენ შეხვედრას

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, საპატრიარქში შეხვედრებს მართავენ პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

შესვლის წინ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღეს საპატრიარქოში სასულიერო პირებთან ერთად ილია მეორემ შეხვედრები გამართა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. პატრიარქმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ეს საქმე ერთობლივად უნდა გამოიკვლიოს ხელისუფლებამ და ეკლესიამ, რათა ხალხს აცნობონ, თუ რა მოხდა. ილია მეორის შეფასებით, ასეთი რამ, რაც მისი ოპერაციის პარალელურად მოხდა, არ ახსოვს ისტორიას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი