ახალი ამბები

პრეზიდენტი საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას შეუერთდა

21 თებერვალი, 2017 • 1686
პრეზიდენტი საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა, სადაც ამჟამად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პატრიარქსა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

სასულიერო პირებთან ეს შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტი საპატრიარქოში დაახლოებით 12:55-ზე მივიდა.

პრეზიდენტმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ილია მეორე გერმანიიდან გუშინ, 20 თებერვალს დაბრუნდა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფეოდა, სადაც ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე 21.02.2017

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე 21.02.2017

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

პრეზიდენტის საპატრიარქოში დეკანოზის საკითხის განხილვას დაესწრო. 21.02.2017. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის საპატრიარქოში დეკანოზის საკითხის განხილვას დაესწრო. 21.02.2017. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი