ახალი ამბები

ილია მეორე სასულიერო პირებს დაკავებული დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოში ხვდება

21 თებერვალი, 2017 • 2382
ილია მეორე სასულიერო პირებს დაკავებული დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოში ხვდება

საპატრიარქოში სასულიერო პირები მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მთავარი მიზანი დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვაა, რომელსაც ბრალად მკვლელობის მომზადება ედება.

შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [12:11] არ დასრულებულა. ილია მეორე გერმანიიდან გუშინ, 20 თებერვალს დაბრუნდა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფეოდა, სადაც ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი