ახალი ამბები

ციხელაშვილი: გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები გაზის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

21 თებერვალი, 2017 • 2951
ციხელაშვილი: გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები გაზის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან ბუნებრივი აირის ორასლარიან ვაუჩერს მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გადაწყვეტლება დროებითი უწყებათაშორისი კომისიის ნოემბრის დადგენილებიდან გამომდინარეობს:

“ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის ორასლარიანი ვაუჩერით. ამჯერად აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. თვენ იცით, რომ წინა წლის ბოლოს ფაქტობრიცად ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი- 728 ოჯახი, რომლებსაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე ორასლარიანი ვაუჩერი,” – ამბობს ციხელაშვილი.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პრექტი სახელმწიფოს 2 378 000 ლარი დაუჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი