ახალი ამბები

კომიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ სამინისტროების ანგარიშს ისმენს

21 თებერვალი, 2017 • 2267
კომიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ სამინისტროების ანგარიშს ისმენს

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები სხვადასხვა სამინისტროების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის  გაცემული რეკომენდაციების შესრულების  შესახებ ისმენენ ანგარიშს.

დღევანდელ სხდომაზე მოისმენენ საგარეო საქმეთა სამინსიტროს,  განათლების სამინსიტროს, დევნილთა სამინისტროს  და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიშს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ არის შესრულებული:

“ამ უწყებებს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული აქვთ, თუმცა რამდენიმე რეკომენდაციაზე არ გვაქვს ინფორმაცია და დღეს მოვისმენთ დეტალურ ინფორმაციას. რეკომენდაციების დიდი ნაწილი ნაწილობრივ არის შესრულებული,” – აღნიშნავს ნანუაშვილი.

პარლამენტმა რეკომენდაციები  სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის საფუძველზე გასცა. ანგარიში  ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებაა მომზადებული და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების  მისამართით   შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი