ახალი ამბები

ომბუდსმენი: ილია II-მ აღნიშნა, სიტუაცია უნდა დაწყნარდეს და გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში დეკანოზის საქმეში

20 თებერვალი, 2017 • 1809
ომბუდსმენი: ილია II-მ აღნიშნა, სიტუაცია უნდა დაწყნარდეს და გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში დეკანოზის საქმეში

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუებულ ილია მეორეს მიაჩნია, რომ საზოგადოება უნდა დაწყნარდეს და გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ილია მეორე არის ინფორმირებული იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ.

“უფრო ზოგადი იყო საუბრები და მანაც აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და საზოგადოება დაწყნარდეს და გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში”, – განაცხადა სახალხო დამცველმა

სახალხო დამცველის ცნობით, შეხვედრაზე ილია მეორემ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშრებით “გაურკვევლობაა ალბათ და ყველაფერი გაირკვევა უახლოეს დღეებში, თუ რას ჰქონდა ადგილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი