ახალი ამბები

ილია მეორე საპატრიარქოში პრეზიდენტმა მოინახულა

20 თებერვალი, 2017 • 1317
ილია მეორე საპატრიარქოში პრეზიდენტმა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც თბილისის აეროპორტიდან მივიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პრეზიდენტმა ისე დატოვა საპატრიარქო, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ილია მეორე ბერლინიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა. ბერლინში ის 2 თებერვალს გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთდა. 10 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა დეკანოზი გიორგი მამალაძე. გამოძიების ცნობით, მას თან ჰქონდა მომწამლავი ნივთიერება ციანიდი, რომლითაც მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც იმყოფებოდა პატრიარქი და მისი თანმხლები პირები. კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა ბერლინში დეკანოზი, პროკურატურა ჯერ არ ასაჯაროებს. ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერნეტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ.

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, 20.02.2016. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, 20.02.2016. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი