ახალი ამბები

ილია II: ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას

20 თებერვალი, 2017 • 2755
ილია II: ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას

“მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისათვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ პროფესორებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიმოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერათად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება….” – ეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

ილია მეორე ბერლინიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა. ბერლინში ის 2 თებერვალს გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთდა. 10 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა დეკანოზი გიორგი მამალაძე. გამოძიების ცნობით, მას თან ჰქონდა მომწამლავი ნივთიერება ციანიდი, რომლითაც მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც იმყოფებოდა პატრიარქი და მისი თანმხლები პირები. კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა ბერლინში დეკანოზი, პროკურატურა ჯერ არ ასაჯაროებს. ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერნეტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი