ახალი ამბები

ანონსი – 20 თებერვალი

20 თებერვალი, 2017 • 1578
ანონსი – 20 თებერვალი

09:30 –  საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით  ყველა ამ ქვეყნის გამიცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გეგმები განხილვა. ღონისძიებას დაესწრება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ნინო ბერძული. მის: სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი.


11:00 – სახალხო დამცველი  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს მოისმენს.


11:00 – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოსამართლე მერაბ ლომიძის თავმჯდომარეობით, მთავრობასთან ეკონომიკის სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს, რომელსაც თავად ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8


12:00 –  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ რიგით მეოთხე ფორუმი, რომელსაც გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.


12:00 –  აიპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ ორგანიზებით და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“  მხარდაჭერით, კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმი გაიხსნება. მისამართი: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №8, მესამე სართული (მიონის ბიზნესცენტრი) საკონფერენციო დარბაზი.


14:00 – ბერლინიდან გამოფრინდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში 17:30სთ-ზე ჩამოფრინდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი