ახალი ამბები

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გადაცემების ეთერში გაშვება განაახლა

19 თებერვალი, 2017 • 1324
ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გადაცემების ეთერში გაშვება განაახლა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გადაცემების ეთერში გაშვება განაახლა.”რუსთავი 2-ზე” გადაცემების  17 თებერვლის ღამის შემდეგ, ამ დრომდე არ გადიოდა. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა ეს იყო პროტესტის ფორმა, რომელსაც ტელევიზიამ მიმართა.

გადაცემების ნაცვლად ეთერში შავი ფონი და წარწერა გადიოდა: “ვაპროტესტებთ უსამართლობას”,  ასევე მოწოდება აქციაში მონაწილეობისაკენ.Screen Shot 2017-02-17 at 11.45.42 PM

ტელეკომპანიაზე ერთდღიანი პაუზის შემდეგ საინფორმაციო გადაცემა “კურიერი” გავიდა, რომელიც  რუსთაველის გამზირიდან პირდაპირი ეთერთით დაიწყო, სადაც ამ წუთებში არხის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და მათი მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი