ახალი ამბები

პრემიერი: ეკლესიისადმი ნდობის შენარჩუნებისთვის დღემდე არ გამოვაქვეყნეთ მასალები

18 თებერვალი, 2017 • 10442
პრემიერი: ეკლესიისადმი ნდობის შენარჩუნებისთვის დღემდე არ გამოვაქვეყნეთ მასალები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა პატრიარქს გაუფრთხილდა, როცა ოპერაციის წინა დღეს არ გამოაქვეყნეს ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.

“პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას და თავი შევიკავეთ ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქაც ერთი მედიასაშუალება და ჩვენ მოგვიხდა მოპასუხის რეჟიმში გადასვლა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი 10 თებერვალს პროკურტარურამ ეროპორტში, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმყოფებოდა პატრიარქის, დააკავა და გამოძიების ცნობით, მის ბარგში აღმოჩნდა მომწამლავი ნივთიერება ციანიდი. 12 თებერვალს ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა რუსთავი 2–მა და მხოლოდ მეორე დღეს, 13 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ოპერაცია ჩაუტარდა ილია მეორეს ბერლინში, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ამ საქმეზე.

“საქმე საკმაოდ რეზონანსულია და მგრძნობიარე საკითხია. სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი დაკავების და გამოძიების გაგრძელების”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეკლესიის ერთიანობისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გაესაჯაროვებინათ მტკიცებულებები:

“ეკლესიის ნდობის შენარჩუნების კუთხით და ეკლესიის ერთიანობისთვის დღემდე ვცდილობთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან თავი შევიკავოთ, ასევე ამას ვაკეთებთ გამძიების და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, საზოგადოების და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არაადეკვატური და უსამართლო რეაქცია მივიღეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას მიეწოდება სრული ინფორმაცია და ექნება ადეკვატური რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი