ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის პროცედურის გამარტივებას მხარი არ დაუჭირა

17 თებერვალი, 2017 • 8610
იურიდიულმა კომიტეტმა მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის პროცედურის გამარტივებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის პროცედურის გამარტივებას ითხოვს.

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არსებული კანონმდებლბოით მოწესრიგებულია  და კანონით დადგენილი სათანადო წესის დაცვით შესაძლებელია მტაცებლის მოკვლა.  კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა მისი მოსაზრება გაიზიარეს და საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის 18 იანვარს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმაც განიხილა. სხდომაზე  შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და გარემოს დაცვის სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება. კომიტეტის თავნმჯდომარის, ზაზა ხუციშვილის თქმით, მგლების რაოდენობის ზრდა მათზე ნადირობის აკრძალვამ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი